არასამთავრობოები - მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გუშინ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აქვს, 3 მათგანი კი ჰოსპიტალშია.

ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათ შორისაა: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიმართავენ სამართალდამცველებს, შეწყვიტონ უკანონო დაკავებები და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა. ასევე, მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ მათი უფლებები დაირღვა.

„პოლიციამ 13 მშვიდობიანი ადამიანი დააკავა, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს იზოლატორებში, ვხვდებოდით მათ, ვესაუბრებოდით და აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. დაკავებულთა უმრავლესობას ფიზიკური დაზიანების ნიშნები აქვს, ხოლო 3 მათგანი ჰოსპიტალშია. ისინი აცხადებდნენ, რომ მიუხედავად დაკავებისა თუ დაზიანებისა, განაგრძობენ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევა, უკანონო დაკავებები და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება