ხატია დეკანოიძე - ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების გამოხმაურებების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას - ეს არის ომი სიმტკიცეზე

ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების გამოხმაურებების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას - სანამ კანონპროექტი კანონად იქცევა, დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, 19:00 საათზე, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სავალალოა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი და პარლამენტის წევრი ყველას ინტერესის საწინააღმდეგოდ მიდის.

„ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების - კვარაცხელიას, მამარდაშვილის, ზივზივაძის და ყველა ჩვენი საამაყო სპორტსმენის გამოხმაურებების შემდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას. გეოპოლიტიკური არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ასევე სავალალოა, როდესაც შენი ფეხბურთის ნაკრების და ჩვენი ყველას ინტერესის საწინააღმდეგოდ მიდის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი და პარლამენტის წევრი. მინდა ერთ რამ გითხრათ - ეს არის ომი სიმტკიცეზე. ეს არის პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი. სანამ კანონად იქცევა, დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, 19:00 საათზე,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება