„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ქარელის ფილიალი ინფორმაციას ავრცელებს, ერთ სივრცეში რა სახის სამედიცინო სერვისს სთავაზობს მოსახლეობას

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ქარელის ფილიალი ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, ერთ სივრცეში რა სახის სამედიცინო სერვისს სთავაზობს მოსახლეობას.

როგორც „გორმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ქარელის ფილიალი 2018 წლიდან ქარელის მოსახლეობას სრულყოფილ სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

„კლინიკამ უმოკლეს დროში მოიპოვა პაციენტების ნდობა.

ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობს კლინიკის ამბულატორიული თუ სტაციონარული მომსახურებით.

„გორმედის” ქარელის ფილიალში მოქმედებს ზოგადი თერაპიის, ქირურგიისა და პედიატრიული განყოფილებები, რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიური და კარდიოლოგიური სამსახური. მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, ალერგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგისა და ონკოლოგის კონსულტაციებით. კლინიკაში ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურითა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული “ემერჯენს” განყოფილებაც.

პროფესიონალი კადრებითა და თანამედროვე აღჭურვილობით გამოირჩევა ლაბორატორიაც, სადაც 24 - საათიან რეჟიმში ტარდება ყველა აუცილებელი ლაბორატორიული კვლევა. რაც შეეხება მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, ქარელის ფილიალში ფუნქციონირებს თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც გამოირჩევა უსწრაფესი სკანირების ფუნქციით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფის საშუალებით შესაძლებელია მრავალი პათოლოგიის ადრეული გამოვლენა და პრევენცია.

“ჩვენი მიზანია, რომ ქარელის მოსახლეობამ მიიღოს საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში. ვცდილობთ მოსახლეობისთვის ყველა საჭირო სერვისი ხელმისაწვდომი იყოს და პაციენტს არ დასჭირდეს სამედიცინო სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში გადაადგილება. ხშირად ვთავაზობთ მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო კვლევებზე ფასდაკლებასაც. „გორმედის” ქარელის ფილიალში სამედიცინო პერსონალი დაკომპლექტებულია ადგილობრივი პროფესიონალი კადრებით, რომელთა მიმართ ნდობის ხარისხი საზოგადოებაში ძალიან მაღალია. პაციენტებს ხშირად ვთავაზობთ საქართველოს სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტების კონსულტაციებსაც“, - აცხადებენ „გორმედში“.

მათივე ინფორმაციით, მაღალი პროფესიონალიზმის, კვლევის უახლესი მეთოდების, თანამედროვე სამედიცინო აპარატურისა და გამართული მენეჯმენტის დამსახურებით “გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიამ გასულ წელს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი - ISO 9001 მოიპოვა. “გორმედის’ სამედიცინო ცენტრში დაწყებულია საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურებიც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში