პაველ ჰერჩინსკი - ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ არის, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ლიდერებმა საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრონ

საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა. ქართველების გადასაწყვეტია ის, თუ რა კანონები ექნებათ ქვეყანაში. როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც აქ, საქართველოში მიიღება. მაგრამ ნათელია, როგორც გუშინ, პრეზიდენტმა მიშელმა და ევროპის ბევრმა სხვა ლიდერმა განაცხადა, თუ ამ კანონის მიიღება მოხდება, იგი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება , - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის ცნობით, დღეს, ევროპული საბჭოს სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი არ არის.

„დღეს, 17 აპრილს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელებში იკრიბებიან. ევროპული საბჭოს სხდომა იმართება, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩაინიშნა. ლიდერები სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ, რომელიც ძირითადად ევროკავშირის შიდა მოვლენებს ეხება, ასევე უკრაინის საკითხსა და თურქეთთან ჩვენს ურთიერთობებს. ასე რომ, საქართველო დღის წესრიგში არ არის, მაგრამ არ გამოვრიცხავ და ეს ყოველთვის არის შესაძლებელი, რომ ლიდერებმა საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრონ“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ელჩის თქმით, მისი როლი იმის წარმოჩენაა თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება.

„მე უცხოელი დიპლომატი ვარ, ჩემი მოვალეობა საქართველოს მთავრობისთვის და საქართველოს რომელიმე სხვა პოლიტიკურ პარტიისთვის რჩევის მიცემა არ არის. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ის, თუ როგორი მომავალი სურთ ქვეყნისთვის. ჩემი როლი იმის წარმოჩენაა თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება, რა სარგებელს მოუტანს იგი ქართველ ხალხს და ასევე, აქ, საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებების სხვადასხვა შედეგების წარმოჩენაა. მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება საქართველოში უნდა მოხდეს, ქართველების მიერ და არა უცხოელების მონაწილეობით. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ამისთვის იბრძოდა, ძალიან ბევრი თაობა იბრძოდა, რათა სრული დამოუკიდებლობისთვის მიეღწიათ, საკუთარი მომავალი თავად გადაეწყვიტათ და არა სხვას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ძალადობა მიუღებელია და მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლებას მხარს უჭერს.

„ძალადობა მიუღებელია. ჩვენ მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლებას მხარს მტკიცედ ვუჭერთ, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ძირითადი ელემენტია, მაგრამ რომელიმე მხრიდან რაიმე საბაბით ძალადობა მიუღებელია და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქართველოში არ მოხდება“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს