პრემიერი - 2022 წელს არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას - 2008 წელს საქართველოში რუსული ტანკები ზუსტად ამ ადამიანებმა შემოიყვანეს და ზუსტად იმავე მიზანს ემსახურებოდა 2022 წლის განცხადებებიც

2022 წელს არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას - 2008 წელს საქართველოში რუსული ტანკები ზუსტად ამ ადამიანებმა შემოიყვანეს და ზუსტად იმავე მიზანს ემსახურებოდა 2022 წლის განცხადებებიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები 2022 წელს უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, რაც საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ვარდნასა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართვას გამოიწვევდა.

„2022 წელს არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას. ისინი, ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, სანქციების დაწესებას და უკრაინაში მთავრობის თანხმობით მოხალისე მებრძოლების გაგზავნას ითხოვდნენ. ეს ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას ნიშნავდა. პირველივე წელს მინიმუმ 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა რამდენიმე მილიარდ დოლარს დაკარგავდა. კოვიდის დროს ჩვენ -6,5% ეკონომიკური ვარდნა გვქონდა. წარმოიდგინეთ, 10% რას გამოიწვევდა. მათი მიზანი ეკონომიკური კოლაფსი იყო.

რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, მოხალისეების გაგზავნას, ეს პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას კონფლიქტში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მათი ერთ-ერთი ლიდერის ცნობილ ფრაზას, ვციტირებ: „რუსეთი უკრაინაში ომს აგებს, იქ არ ჰყოფნით რესურსი, ამიტომ ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს ვერ დაიწყებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“. ახლა ეს კონკრეტული ლიდერი თავხედურად გვესაუბრება რუსულ ინტერესებზე.

2008 წელს საქართველოში რუსული ტანკები ზუსტად ამ ადამიანებმა შემოიყვანეს და ზუსტად იმავე მიზანს ემსახურებოდა 2022 წლის განცხადებებიც. ამ „ენჯეოებს“, მაგალითად, არასოდეს დაუგმიათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. თუ მათ ინტერესებში მეორე ფრონტი არ შედიოდა, მაშინ უნდა დაეგმოთ. მე დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ემოქმედა, ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან თავს მეტად შეიკავებდნენ და თავიანთ დონორებს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში