პრემიერი - 2020-2022 წლებში „ენჯეოებს“ საქართველოში რევოლუციის მოწყობის 2 მცდელობა ჰქონდათ - მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მგონია, ამას ვერ გაბედავდნენ

2020-2022 წლებში „ენჯეოებს“ საქართველოში რევოლუციის მოწყობის 2 მცდელობა ჰქონდათ - მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მგონია, რომ „ენჯეოები“ ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რომ ჰქონოდა, „ენჯეოები“ დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ.

„2020-2022 წლებში „ენჯეოებს“ ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის 2 მცდელობა. გახსოვთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ როგორ გაყალბდა PVT. როგორ დასჭირდათ 5 კვირა აღიარებისთვის, როგორ გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია ე.წ. ზედმეტობებთან დაკავშირებით, თითქოს, ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. ამ ყველაფრის საფუძველზე, მათ გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა, თითქოს, ეს „არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში“. ამან რადიკალური ოპოზიციისთვის საბაბი შექმნა, საბოტაჟი დაეწყოთ, არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ამ „ენჯეოების“ ყალბმა დასკვნამ მოამზადა საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ ხელი მოგვეწერა ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, კაბალურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რის საფუძველზეც დავთანხმდით ე.წ. 43%-იან ბარიერს. მუნიციპალურ არჩევნებში რომ არ აგვეღო 43%, ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები. მთელი ამ პროცესის მიზანი იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა, რაც საბედნიეროდ არ მოხდა. ეს იყო პირველი რევოლუციური მცდელობა. რაც შეეხება მეორე მცდელობას, 2022 წლის ივნისში, „ენჯეოები“, რომლებიც შესაბამისი წყაროებიდან იღებდნენ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, საკუთარი მონაწილეობით მოითხოვეს ტექნიკური მთავრობის შექმნა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა რევოლუციურ პროცესში, პირდაპირი შესვლა პოლიტიკაში, რაც „ენჯეომ“ არ უნდა გააკეთოს. ვა - ბანკზე წავიდნენ და ამ ფორმით ჩაერთნენ რევოლუციურ პროცესებში. მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მგონია, რომ „ენჯეოები“ ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ, დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ, თუმცა, მაშინ სამწუხაროდ არ მოქმედებდა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ჩვენი სუვერენიტეტი მყარად არ იყო დაცული. პირველი გვაწუხებდა რევოლუციის მცდელობები“,- აღნიშნა კობახიძემ

ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ „ენჯეოები“ აქტიურად ცდილობენ თავს დაესხან მართლმადიდებლურ ეკლესიას და შელახონ მისი რეპუტაცია.

„დარწმუნებული ვარ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რომ ყოფილიყო მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ „ენჯეოებს“ დონორების წინაშე, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ დონორ ორგანიზაციებს. როდესაც ხედავს ქართული საზოგადოება, კონკრეტული დონორის მიერ დაფინანსებული „ენჯეო“ წლების განმავლობაში თავს ესხმის ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას კონკრეტულ დონორთან დაკავშირებით? „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ იყო, შესაბამისად, კონკრეტული „ენჯეოები“ თავხედურად ესხმოდნენ თავს მართლმადიდებელ ეკლესიას. პარალელურად, „ენჯეოები“ ღიად უჭერენ მხარს ისეთ აქტივობებს, რომელიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად. ისინი მხარს უჭერდნენ ისეთ აქტივობებს, რომელიც მიმართული იყო რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებისკენ“,-აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო