პრემიერი - ჩვენი საამაყო სპორტსმენები ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ უსამშობლო ადამიანებისგან - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი დღის განმავლობაში სპორტსმენები დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც 2 წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია „მოღალატეებად შერაცხეს“.

„ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ. ამ ზეწოლას უსამშობლო ადამიანები ახორციელებდნენ, რომლებმაც სულ რაღაც 2 წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს. შეგვიძლია ამოვიღოთ „ფეისბუქის“ "სქრინებიც" ვნახოთ რას საუბრობდნენ მაშინ და როგორ ზეწოლას ახორციელებენ ახლა. მტკიცებულებები გვაქვს, რომ ზუსტად იგივე ადამიანები არიან.

მე თითოეულ სპორტსმენს ვპირდები, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ვითარებაში მათ გვერდით იქნება. ჩვენი ფეხბურთელების გვერდით ვიქნებით, როდესაც ისინი ჯგუფიდან გავლენ და ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან, როდესაც ყველა ერთად ევროკავშირის წევრი გავხდებით.

გავიმეორებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, რომელიც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია