პრემიერი - გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები

გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა, ვინმე ჩიქოვანი ის იყო აქციის მთავარი ორგანიზატორი და „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი, ვინმე ზიბზიბაძე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის მტკიცებით, გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს „გაცვეთილი რიტუალები“.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება საკმარისად გამოცდილია იმისათვის, რომ „იაფფასიანმა რიტუალებმა მასზე გავლენა არ მოახდინოს“.

„გუშინდელ აქციაზე აქტიურობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ცნობილი სახეები: ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის [ზურაბ] ცნობილი მოადგილე და სხვები, რომლებიც მაღალ მატერიებზე გვესაუბრებოდნენ. ასევე, გუშინ აქციაზე ვიხილეთ შოთა უტიაშვილი, რომელმაც შეგახსენებთ რა გააკეთა 2011 წელს: მაშინ რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგეს ცხედარი უტიაშვილმა განათავსა ჯიხურებზე და ეს ადამიანი დღეს უტიფრად დგას საპროტესტო აქციაზე. რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგის ცხედარი განათავსეს ჯიხურებზე უტიაშვილის პირდაპირი მითითებით, იმიტაცია გააკეთეს უბედური შემთხვევის. სამარცხვინო შოთა უტიაშვილი მის ცოლთან ერთად, რომელიც ამ დანაშაულს „კრიტიკული“ მედიის ეთერიდან „აპრავებდა“ გუშინ იდგა აქციაზე, ეს არის უტიფრობის მთავარი დამადასტურებელი ფაქტი. ასევე გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა, ვინმე ჩიქოვანი ის იყო მთავარი ორგანიზატორი აქციის და „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი, ვინმე ზიბზიბაძე.

გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები. აკერმანის შეგირდებმა თავის დროზე ასეთი ტრიუკით მოატყუეს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები, რამაც ამ ქვეყნებში მძიმე პროცესებს დაუდო დასაბამი. თუმცა, ქართული საზოგადოება დღეს საკმარისად გამოცდილია იმისათვის, რომ ასეთმა იაფფასიანმა რიტუალებმა მასზე გავლენა არ მოახდინოს“, - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ღიმილის მომგვრელია, როდესაც გუბაზ სანიკიძე და ლევან ხაბეიშვილი ევროპულობას ასწავლიან.

„მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი აღმა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებულ ფსევდო ევროპულ კამპანიასთან დაკავშირებით. ღიმილისმომგვრელია, როცა ლევან ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, ნიკა გვარამია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი ასეთი ადამიანები პირადად მე მასწავლიან ევროპულობას. უბრალოდ სამარცხვინოა, ხაბეიშვილი, სანიკიძე მე და ჩვენ გვასწავლიან ევროპულობას. ეს ხომ ღიმილისმომგვრელია, ეს ხომ სამარცხვინოა. მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი და დასტური იმისა თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ეს ე.წ. ევროპული კამპანია. გუბაზ სანიკიძის და ლევან ხაბეიშვილის ევროპული კამპანია არის ღიმილისმომგვრელი“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს