ირაკლი კობახიძე - როცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსულს ეძახით, ეს არის არა ტყუილი, არამედ ცრუპენტელობა - სააკაშვილმა დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება არ გქონდეს არგუმენტი, მაგრამ ურცხვად მოიტყუო

როდესაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსულ კანონს ეძახით, ეს არის არა ტყუილი, არამედ ცრუპენტელობა - სააკაშვილმა პირადად დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება არ გქონდეს არგუმენტი, მაგრამ ურცხვად მოიტყუო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისევე როგორც ქართულ პოლიტიკაში, „მედიაშიც უნდა შევამციროთ ცრუპენტელობა“.

„არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ. პირდაპირ ვერ შევალთ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერთან დისკუსიაში და თუ აქვთ არგუმენტები, ვთავაზობ ყველა ელჩს, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულები თუ არიან და თუ სურთ გააგრძელონ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა, კეთილი ვინებოთ და ღია დისკუსიაში ჩავერთოთ საზოგადოების თანდასწრებით.

ეს არ არის რუსული კანონი. არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არის ამ კანონსა და რუსულ კანონს შორის. რუსეთში, ამ კანონის საფუძველზე, რაც იქ მოქმედებს, შეიძლება შევიდეს სახელმწიფო კონტროლი, პირდაპირ ჩაჯდეს შესაბამის ორგანიზაციაში, რაღაც თუ არ მოეწონება შეუძლია აკრძალოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია. გამოიყენება ტერმინი უცხოელი აგენტი, ეს უცხოელი აგენტი გამოიყენება ფიზიკური პირების, ადამიანების მიმართაც. გამოიყენება ბრენდირების მექანიზმი. როდესაც შესაბამისი პირი გამოდის ეთერით უნდა იყოს მითითებული ტიტრებში, რომ ეს ადამიანი, კონკრეტული ფიზიკური პირი არის უცხოელი აგენტი. შესაძლებელია აღიძრას სისხლის სამართლის საქმეც პირის თუ ორგანიზაციის მიმართ. სად არის ჩვენ კანონში რუსული? როდესაც ეძახით რუსულ კანონს, ეს არის არა ტყუილი, არამედ ცრუპენტელობა (მომიტევეთ უხეშობისთვის). არავითარი საერთო არ აქვს რუსულ კანონთან. ეს სააკაშვილმა დაამკვიდრა ეს თავის დროზე ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ასე სამარცხვინოდ არ იტყუებოდნენ არც პოლიტიკოსები და არც ჟურნალისტები. სააკაშვილმა პირადად დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება არ გქონდეს არგუმენტი, მაგრამ ასე ურცხვად მოიტყუო. ეს ცრუპენტელობა ერთ-ერთია, რაც ქართულ პოლიტიკაში უნდა შევამციროთ, მათ შორის, მედიაში“,- აღნიშნა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება