ირაკლი კობახიძე - ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები არიან - ეს მარტივი ჭეშმარიტება კანონმაც უნდა დაადასტუროს

ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ ისინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები არიან - ეს მარტივი ჭეშმარიტება კანონმაც უნდა დაადასტუროს! ტერმინი „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არის მშრალი ფაქტის კონსტატაცია და ამის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, ცდილობდნენ საზოგადოებისთვის “ყალბი თეზისის შეჩეჩებას“, თითქოს “ენჯეოები“ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ - სინამდვილეში კი, ეს ორგანიზაციები უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები არიან.

“როდესაც რევოლუციური პროცესები წარიმართებოდა, გარედან თუ შიგნიდან კეთდებოდა განცხადებები და ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ “ენჯეოები“ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ. შემდეგ ეს შესაბამისმა ელჩმა გაიმეორა, ასევე გაიმეორეს “ენჯეოების“ წარმომადგენლებმა - ისინი ხმაშეწყობილად და კოორდინირებულად აცხადებდნენ, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობდნენ, რაც არის სიყალბე.

ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და დემოკრატიაში ერთადერთი, ვინც ქართველი ხალხის სახელით საუბრობს, ეს არის ხელისუფლება! დემოკრატიის პრინციპის ელემენტარული გამოვლინებაა, რომ ერთადერთი, ვინც ქართველი ხალხის სახელით საუბრობს, არის არჩეული ხელისუფლება. როდესაც ასეთ დროს მაღალჩინოსნები კონკრეტული გავლენიანი სივრციდან გვეუბნებიან, რომ “ენჯეოები“ ქართველი ხალხი სახელით საუბრობენ, მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია