პრეზიდენტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე“ - არის ასლი იმის, რაც პუტინმა წარმატებით დააწესა რუსეთში - ეს არ არის მომავალი, რომლის მიღებაც საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, ეს არ არის მომავალი, რომელსაც მე მივიღებ

უპირველეს ყოვლისა, ნათელია ის, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ასე იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასე რომ, ვინც ქართველი ხალხის ამ ნების წინააღმდეგ წავა, წარმოადგენს არა ქართულ ნებას, ქართულ დამოუკიდებლობას, არამედ რაღაც სხვას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

„და როდესაც კანონი, რომელსაც გამოიყენებენ, არის ასლი იმისა თუ რა დააწესა წარმატებით პუტინმა რუსეთში, იმ შედეგებით, რომლებიც ვნახეთ - აღარ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, აღარ არსებობს ოპოზიცია და ყველაფერი კონტროლირდება, ეს არ არის მომავალი, რომლის მიღებაც საქართველოს მოსახლეობას შეუძლია. ეს არ არის მომავალი, რომელსაც მე მივიღებ.

კანონს ვეტოს დავადებ. ვიცი, რომ ვეტოს დაძლევენ, მაგრამ აქ ვსაუბრობ, საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოვხატავ, რომელიც ქუჩებში ჩანს და თუ დააკვირდებით, თუ ვინ წარმოადგენს მოსახლეობას, ესენი ძირითადად ახალგაზრდა თაობაა, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებშია, რათა უთხრას “არა” რუსეთს, უთხრას “არა” რუსულ კანონს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება