სალომე ზურაბიშვილი პესკოვის განცხადებაზე - ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის ვინაა მტერი და ვინ პარტნიორი

ამ „რუსულ კანონს“ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეარხ France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომლის თქმითაც საქართველოში “ანტირუსული სენტიმენტები” გარე აქტორებისგან მოდის.

“არ ვიცი ვის გულისხმობენ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს, და სხვა არავინ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიზაციას, საქართველოს ინსტიტუტებს, საქართველოს განვითარებას წლების მანძილზე.

ძალიან გასაკვირია, რომ ამ "რუსულ კანონს" ამ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან-ძალიან ნათელია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება