ხატია დეკანოიძე - ორი დღით მივდივარ დიდ საერთაშორისო ფორუმზე და რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი გზავნილი იქნება - პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს

ორი დღით მივდივარ დიდ საერთაშორისო ფორუმზე და რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი გზავნილი იქნება - პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, სანქციები იმ პოლიციელებს, ვინც ურტყამდა მოქალაქეებს, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მან ისაუბრა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირთან აშორებს.

“ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა რუსეთისკენ და არა ევროპისკენ. ამის შესახებ დღეს ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ეს კანონი ჩვენ გვაშორებს ევროკავშირს და ყველაფერი, რაც გვაშორებს ევროკავშირს, რა თქმა უნდა, არის რუსეთთან სიახლოვე. ამიტომ არის ეს კანონი რუსული. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი ემზადება სანქციებისთვის. სწორედ ამიტომ შემოიტანა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები, რომ ოფშორიდან შემოიტანოს არამხოლოდ მან, არამედ ბევრმა ოლიგარქმა ფული საქართველოში და შემდეგ საქართველო რაღაცნაირად გახდეს ფულის გასათეთრებელი ადგილი. მე მინდა ყველას ვუთხრა “ქართული ოცნებიდან, მათ შორის იმ პოლიციელებს, ვინც ახალგაზრდებს სცემდნენ- ყველას დაეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა და ეს არის სანქციები. მე ხვალ, ორი დღით მივდივარ დიდ საერთაშორისო ფორუმზე და რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი გზავნილი იქნება ერთი - პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, სანქციები ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას და ყველას მომავალს ბლოკავს, სანქციები იმ პოლიციელებს, რომლებიც ურტყამდნენ მოქალაქეებს”, - განაცხადა დეკანოიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია