ნიკა გვარამია - უნდა შევიდეთ ან ჩამოვიდეს, კობახიძეს უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ, ხალხს ასე უნდა - მას უნდა ჩავხედოთ თვალებში

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის კანცელარიაში შესვლას და პრემიერ-მინისტრთან დალაპარაკებას ითხოვენ.

„უნდა შევიდეთ, ან აქეთ ჩამოვიდეს, ვისაც უნდა. მიზანი შესვლა და ლაპარაკია“, - ასე უპასუხა პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პოლიციას, მთავრობის კანცელარიის წინ, კითხვაზე, თუ რატომ მიიწევდნენ აქციის მონაწილეები მთავრობის შენობის მიმართულებით.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელმეორედ შემოიღო, ხალხის მოთხოვნა შეიცვალა და „არა რუსულ მთავრობას“ გახდა.

„მთავრობას 1-საათიანი ვადა მისცა ათი ათასობით ადამიანმა, რომელიც რუსთაველზე იდგა. ჩვენ, ჯერჯერობით ამ ქაჯეთის ციხის ქაჯი ბინადარი გვმართავს. ველოდებით შეხვედრას. უნდა შევხვდეთ და უნდა დაველაპარაკოთ, ხალხს ასე უნდა. მოლოდინები მას ჰქონდეს, ჩვენ გვაქვს მიზნები და მიზანს ავასრულებთ. საქართველო ევროპის ნაწილია და ეს ვერ შეიცვლება. შეიცვლება მთავრობა, მაგრამ ჩვენი მიზანი არ შეიცვლება.

თქვენ წასული ხელისუფლებები არ გინახავთ თუ საქართველოში ამას უკვე გადავეჩვიეთ? ჩვენ ნებით წასული ხელისუფლება გვახსოვს. ესენიც აუცილებლად წავლენ. მას მერე, რაც კანონი ისევ შემოიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა „არა რუსულ მთავრობას“.

ამ შენობაში ჯერჯერობით ისევ კობახიძე ზის. მას უნდა ჩავხედოთ თვალებში და დაველაპარაკოთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს