კახა კალაძე - სპორტსმენების, ფეხბურთელების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება - ფაშისტები არიან

კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ფაშისტები, რომლებიც ახალისებენ ძალადობასა და ბულინგს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში სპორტსმენების, მსახიობების, მედიისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ ბულინგი ხორციელდება.

„ჩვენთვისაც, ყველასათვის მნიშვნელოვანია მშვიდობა. ჩვენი მიზანი, რომლისკენაც მივისწრაფვით, არის ევროპული მომავალი. ჩვენი ფეხბურთელების, ზოგადად სპორტსმენების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება. ვერ წარმოიდგენთ რა ხდება მათ პირად შეტყობინებებში, რას წერენ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ. ვინ აკეთებს ამას და ვინ დგას ამის უკან, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადია. ეს ადამიანები თავის ხელწერას ინარჩუნებენ - ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ლიბერალიზმთან, დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ კავშირი არ აქვთ. ანალოგიური ბულინგი ხორციელდება მედიის წარმომადგენლების მიმართ. ერთი ადამიანი არ გამოსულა, რომ ეს ყველაფერი და ეს ზოგადი ბულინგი დაეგმო. თუნდაც მამუკა მდინარაძეს ელისაშვილი რომ მიეპარა, ხომ ნახეთ, ამას რა განცხადებები მოჰყვა. ძალადობის წახალისება მიმდინარეობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვისაც ხელისუფლების არ სჯერა, თავად შეუძლია წაიკითხოს კანონპროექტი და დარწმუნდეს, რომ ის ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება.

„კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ფაშისტები. მე ყველაზე არ ვსაუბრობ და არ მინდა ყველამ თავის თავზე მიიღოს. არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, გაურკვევლობაში არიან ან არ აქვთ სწორი ინფორმაცია. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, ახალგაზრდებს მათ შორის, ჩვენც ნუ დაგვიჯერებთ. თქვენ თვითონ ნახეთ, წაიკითხეთ და გამოიტანთ დასკვნას, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში