ლევან იოსელიანი - ალეკო ელისაშვილი ჩემთან ერთადაა, თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა, მასთან ერთად არის და თავს კარგად გრძნობს.

ლევან იოსელიანის თქმით, ალეკო ელისაშვილი მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით თავად გააკეთებს კომენტარს.

„ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს“, - წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება იყო. ალეკო ელისაშვილმა რამდენჯერმე პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს. საბოლოოდ, ელისაშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც სამართალდამცავებმა აღნიშნეს, ვინაიდან ელისაშვილი დეპუტატია, მას ვერ დააკავებენ, ამიტომ მისი ტერიტორიიდან განრიდება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ აქციის - "არა რუსულ კანონს" მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისთვის მიცემული 1 - საათიანი ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია