ნიკა მელია - პროტესტი არ შეჩერდება - ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, დამთავრდება ხალხის გამარჯვებით

პროტესტი არ შეჩერდება - ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დამთავრდება ხალხის გამარჯვებით, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, აქციის მონაწილეების გეგმაა, რომ პროცესი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდეს.

„სამოქმედო გეგმა არის ის, რომ დასრულდება პროცესი სიმშვიდით, სიმტკიცით და სახელმწიფოს გამარჯვებით. ივანიშვილი ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეუცვლის. გეგმაა, რომ ქვეყანა, როგორც სახელმწიფო შედგეს და ევროპული და ეროვნული იდეა იყოს გამარჯვებული ამაზე მეტი იდეა და გეგმა რა უნდა არსებობდეს?

პროტესტი არ შეჩერდება, რასაც ხედავთ ასე იქნება. ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის, სახლი, ოჯახი, სამსახური არის რუსთაველის გამზირი, სანამ არ იქნება სახელმწიფოებრივი საფრთხე განეიტრალებული. ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დამთავრდება ხალხის გამარჯვებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე სამი დღეა აპროტესტებენ. 17 აპრილს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მომიტინგეები 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა.

მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეების მიერ "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისთვის ხელისუფლებისთვის მიცემული 1 - საათიანი ვადა ამოიწურა, დემონსტრანტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში