ისრაელ კაცი - ევროკავშირის ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მივესალმები - ირანის შეჩერება ახლავე უნდა მოხდეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა.

„ევროკავშირის ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მივესალმები. ეს გველის გასანეიტრალებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ირანის შეჩერება ახლავე უნდა მოხდეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის“, - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი X-ზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე ორდღიან სამიტზე ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის