„დოიჩე ველე“ – „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტმა საქართველოში ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია გამოიწვია

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია გამოიწვია, - ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ სტატიაშია აღნიშნული.

გამოცემა წერს, რომ კრიტიკოსების შეფასებით, კანონი ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის ნანატრ პერსპექტივას.

„კრიტიკოსებმა ის დაგმეს, როგორც „რუსული კანონი“ „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობასთან პარალელების გამო, რომელსაც მოსკოვი კრემლის მიმართ კრიტიკის შესამცირებლად იყენებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა ციტირებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომლის თქმითაც „ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს და შემოთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობებს, გამოხატვის თავისუფლებას და განახორციელებს იმ ორგანიზაციების უსამართლო სტიგმატიზაციას, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებელი მოაქვთ“.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ კანონპროექტი თითქმის იდენტურია იმ წინადადების, რომლის ინიცირების გამო შარშან მმართველ პარტიაზე, მასშტაბური ქუჩის საპროტესტო აქციის შედეგად, ზეწოლა განხორციელდა.

საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებასა და პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ასევე ეხმაურებიან : Reuters-ი, Associated Press-ი, France-Presse-ი, The Guardian-ი, CNN-ი, BBC-ი, Euronews-ი, NBC-ი და სხვა დასავლური მედია საშუალებები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება