თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მოსაზრებები გასაგებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ეს კანონი მიღებული იქნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების შეფასებებს გამოეხმაურა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ევროპარლამენტარებსა და შესაბამის ინსტიტუტებს ცალკეული შეფასებები აქვთ. მისი თქმით, კანონის მიზანია ყველა საჯარო ორგანიზაციის გამჭვირვალობა.

„ჩვენი პარტნიორების და მეგობრების შესაბამისი მოსაზრებები გასაგებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად მიღებული იქნება ეს კანონი. ძალიან მალე მუხლობრივი განხილვა დაიწყება და ყველას მიეცემა საშუალება ჩაერთოს. იცით, რომ შეთავაზება იყო გაკეთებული და მაქსიმალურად არგუმენტებზე დაფუძნებული, ფართო მსჯელობა გამართულიყო, თუმცა სამწუხაროდ მეორე მხრიდან ვისაც შესაბამისი შენიშვნები აქვს ამ კანონთან დაკავშირებით, არ მოხდა ამ დისკუსიაში ჩართვა.

ჩვენ ვნახეთ განცხადებები არაერთი ინსტიტუტისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კანონი ემსახურება საქართველოში ყველა საჯარო ორგანიზაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მისი მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გაძლიერება. საბოლოო ჯამში იქნება საფუძველი, რომ გავწევრიანდეთ და სრულფასოვანი წევრი გავხდეთ ევროპული ოჯახის.

თქვენ სკეპტიკურად იყავით განწყობილი კანდიდატის სტატუსზე. თქვენგან მოულოდნელად კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ასე რომ ყველაფერი მიდის ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა უნდა მოემზადოთ, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით მოხდეს შემოსავლების დეკლარირება.

ჩვენი მთავარი გზავნილი, ჩვენი ხალხის და მათ შორის ჩვენი მეგობრების მიმართ გახლავთ ის, რომ მეტი კომუნიკაცია შედგება, რომლის საფუძველზე აუცილებლად დავიწყებთ საგნობრივ მოლაპარაკებებს მათთან და რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის ღირსებით შევძლებთ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი”, - აღნიშნა რიჟვაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია