Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო

Samsung-ის ტელევიზორებში ჩაშენებული უსაფრთხოების სისტემა, Samsung Knox ზედიზედ მეათედ ხდება CC სერტიფიკატის მფლობელი, რაც გულისხმობს სისტემის მაღალი დონის უსაფრთხოებას, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება.

CC (Common Criteria) გლობალური სისტემაა, რომელიც აფასებს IT პროდუქტების უსაფრთხოებას. მიღებული სერტიფიკატი ხაზს უსვამს Samsung-ის უსაფრთხოების დაცვის სისტემის, Knox-ის მაღალ ეფექტურობას უკვე ზედიზედ მე-10 წელია.

“ჩვენი ყოველდღიურობა უფრო და უფრო მჭიდრო კავშირშია ციფრულ ტექნიკასთან. სწორედ ამიტომ, Samsung-ი ითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებებს მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შესახებ” - აცხადებს Samsung-ის ვიდეო მოწყობილობების მიმართულების ხელმძღვანელი იონგჯაე კიმი.

“ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვამაყობთ, რომ Samsung Knox-ი უკვე ზედიზედ მეათედ იღებს CC სერტიფიკატს, რაც ადასტურებს ჩვენი უსაფრთხოების სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებას.”

CC სერტიფიკატი ხაზს უსვამს Samsung Knox-ის უსაფრთხოების სამ ძირითად უპირატესობას:

  • Tizen OS მონიტორინგი: Samsung Knox შეუძლია ჰაკერული თავდასხმის პოტენციური საფრთხეების რეალურ დროში აღმოჩენა.
  • ფიშინგის ვებგვერდების დაბლოკვა: Samsung Knox ამოწმებს ვებგვერდებს, რომლებსაც მომხმარებლები იყენებენ და წინასწარ ბლოკავს ფიშინფ საიტებს, მომხმარებლების კონფიდენციალურობის დასაცავად.
  • პერსონალური ინფორმაციის გაძლიერებული დაცვა: Samsung Knox უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის სენსიტიური პერსონალური მონაცემების დაცვას, Samsung Knox Vault-ის პროცესორთან დაკავშირებით.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია