შალვა პაპუაშვილი - პარადოქსია, რომ ამ დღეებში, ოპოზიცია და მისი „ენჯეოები“ კრებდნენ ხალხს იმისთვის, რომ ნაკლები სუვერენიტეტი მოეთხოვათ - პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ხალხისთვის

პარადოქსია, რომ ამ დღეებში, ოპოზიცია და მისი „ენჯეოები“ კრებდნენ ხალხს იმისთვის, რომ ნაკლები სუვერენიტეტი მოეთხოვათ - როგორ შეიძლება ადამიანები იქამდე მიიყვანო, რომ ათქმევინო მას უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, უცხოური დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს.

„გუშინ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ 80-იანი წლების ბოლოს რუსთაველზე ქართველი ხალხი იკრიბებოდა იმისთვის, რომ სუვერენიტეტი მოეთხოვათ. პარადოქსია, რომ ამ დღეებში, ოპოზიცია და მისი „ენჯეოები“ კრებდნენ ხალხს, რომ მოეთხოვათ ნაკლები სუვერენიტეტი. გუშინ პრემიერი მედიასაც ჩაეკითხა, როგორ შეიძლება, პარადოქსია იმის დაშვება, რომ ადამიანები იქამდე მიიყვანო რომ ათქმევინო მას უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია, თითქოს ბევრი ინფორმაცია მისთვის ცუდია და მავნებელი. ამ პარადოქსამდე არის მისული „ენჯეო“ სექტორი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ხალხისთვის საჭიროა.

„რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს პარლამენტი. პარლამენტმა, როგორც ხალხის წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს ის, რაც ამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის კარგია. ოპოზიციამ 2022 წელს შეძლო მოქალაქეების გარკვეული რაოდენობის მობილიზება იმისთვის რომ მოეთხოვათ გაგვეშვა მოხალისე მებრძოლები უკრაინაში. უნდა გაგვეშვა? მათ 2022 წელს მოახერხეს ხალხის მობილიზება რუსთაველის გამზირზე, რომლებიც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. უნდა დაგვეწესებინა? მათ მოახერხეს ხალხის მობილიზება, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა. უნდა გაგვეთავისუფლებინა? ხალხი წყვეტს არჩევნებზე მანდატის მინიჭებით საკუთარ წარმომადგენლებს. პარლამენტში წარმოდგენილია ყველა პოლიტიკური გემოვნება, რაც საზოგადოებაშია. პარლამენტი საზოგადოების ასახვა არის. პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ხალხისთვის. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საჭიროება, უცხოური დაფინანსება გამჭვირვალე იყოს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ