რომან გოცირიძე - თუ ამ კანონს არ გაიწვევენ, თუ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს შეუშლიან, თუ არჩევნების გაყალბების მცდელობა ექნებათ, „ქართული ოცნება“ თავის 12-წლიან საქმიანობას სავალალო შედეგებით დაამთავრებს

მხოლოდ სულელს შეუძლია თქვას, რომ ეს კანონი კარგია, როცა ამ კანონის მოწინააღმდეგე მთელი მსოფლიოა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პროტესტი გაგრძელდება როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ.

„თუკი ამ კანონს არ გაიწვევენ, თუკი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ხელს შეუშლიან, განსაკუთრებით, თუკი, არჩევნების გაყალბების მცდელობა ექნებათ, „ქართული ოცნება“ თავის 12-წლიან საქმიანობას ძალიან მძიმე და სავალალო შედეგებით დაამთავრებს. არავის უნდა ქვეყანაში რევოლუციებით და არეულობით ხელისუფლების შეცვლა, არჩევნებით და კონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა პროგრესის საწინდარია, მაგრამ ხელისუფლებას აქეთკენ მიჰყავს, გუშინდელი ხალხმრავალი მიტინგი მათთვის გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს, ნუ, ეთამაშებიან ხალხის მოთმინებას.

საერთაშორისო გამოხმაურებას ჩვენ თუ დავაკვირდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, კლანის წევრები დასანქცირებასთან ახლოს დგანან. ის რომ ივანიშვილს არ უნდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, კარგად ჩანს იმ გადაწყვეტილებებით, რაც მან მიიღო არამხოლოდ აგენტების კანონით, არამედ, მანამდე ამ 2 თვის განმავლობაში მიღებული ყველა საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც 9 რეკომენდაციას პირდაპირ ეწინააღმდეგება. საერთაშორისო თანამეგობრობის უმწვავესი რეაქცია იქნება და საბოლოოდ ეს დასანქცირებით დამთავრდება. მხოლოდ სულელს შეუძლია თქვას, რომ ეს კანონი კარგია, როცა ამ კანონის მოწინააღმდეგე მთელი მსოფლიოა. დემაგოგიური განცხადებები [რომ კეთდება], არგუმენტები მოგვიყვანეთო, რა არგუმენტია საჭირო, როცა პირდაპირ რუსული კანონია გადმოწერილი და რუსულ პრაქტიკას ნერგავენ.

პროტესტი გაგრძელდება პარლამენტში, მის გარეთ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ვიდრე „ქართული ოცნება“ გონს არ მოვა. ბოლოს და ბოლოს, არჩევნებზე მოიყვანს ამომრჩეველი ამ ხელისუფლებას გონზე და მიუჩენს თავის ადგილს, იქ სადაც ეკუთვნის მას, ეკუთვნის ისტორიულ სანაგვეზე, სხვანაირი ტერმინით არ შემიძლია „ქართული ოცნების“ 12-წლიანი საქმიანობა დავახასიათო“, - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება