დენის შმიგალი - თუ უკრაინა რუსეთთან დამარცხდება, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს.

უკრაინის პრემიერმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, საგარეო დახმარების შესახებ კანონპროექტი მიიღოს, რომელიც კიევისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

„ეს ფული გვჭირდება გუშინ, არა დღეს და ხვალ. თუ არ დავიცავთ, უკრაინა დაეცემა. გლობალური უსაფრთხოების სისტემა განადგურდება და მთელ მსოფლიოს მოუწევს უსაფრთხოების ახალი სისტემის მოძიება. ან იქნება ბევრი კონფლიქტი, ბევრი ასეთი სახის ომი და, ბოლოს და ბოლოს, ამან, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა BBC-თან ინტერვიუში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება