სალომე სამადაშვილი - „ქურდს რა უნდოდა და ბნელი ღამეო“! - ზუსტად ამ პრინციპით რუსული კანონის მიღების პარალელურად პარლამენტი დაჩქარებული წესით ბიძინას ჭუჭყიანი რუსული ფულის კანონის მიღებას ცდილობს

„ქურდს რა უნდოდა და ბნელი ღამეო“! - ზუსტად ამ პრინციპით რუსული კანონის მიღების პარალელურად პარლამენტი დაჩქარებული წესით ბიძინას ჭუჭყიანი რუსული ფულის კანონის მიღებას ცდილობს, - ეს განცხადება დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი 12 წლის მანძილზე ემზადებოდა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რუსეთისთვის გადაეფორმებინა და მათ შორის ემზადება იმისთვის, რომ თავი პოტენციური სანქციებისგან დაიცვას.

„ემზადება თუ არა იმისთვის, რომ როდესაც დასავლეთი მის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, „ოფშორში" შენახული თანხები საქართველოში გადმოიტანოს და ეს ისე გააკეთოს, რომ მისგან გაღლეტილ ქართველ ხალხს ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ გადაუხადოს“, - მიმართა მომხსენებელს სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი მუხლობრივად „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: - პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო