თამარ კორძაია - ნუ გვაყრით თვალში ნაცარს და ნუ გველაპარაკებით აქ გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს ხვალ

ნუ გვაყრით თვალში ნაცარს და ნუ გველაპარაკებით აქ გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს ხვალ, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ.

„ვისი ფული იქნება ამ ქვეყანაში შენახული, ჯერ არავინ ვიცით და ვერც გავიგებთ. თქვენ რეალურად, გაუმჭვირვალე, შავი ხვრელი უნდა შექმნათ საქართველოში“, - განაცხადა კორძაიამ.

მისი განმარტებით, კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით სრულიად ბუნდოვანი იქნება, ვინ ფლობს რეალურად ოფშორულ ზონაში კომპანიას.

„იმ დროს, როდესაც ხმალამოღებული იბრძვით აქ და ამბობთ, რუსულ კანონს როგორ ამბობთ, ხალხს უფლება აქვს იცოდეს, ვინ, რა ფულს ფლობს, ხარჯავს და ასე შემდეგო, იმ ფონზე, როდესაც ოფშორული ზონა ხასიათდება სრული ანონიმურობით, იმ ფონზე, როდესაც დღეს არსებული რეესტრით მხოლოდ მფლობელი არის გამჭვირვალე და მეტი არაფერი, იმ ფონზე, როდესაც ნებისმიერი სუბიექტის დეკლარაციები არის საგადასახადო საიდუმლოება, როდესაც მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა ამ დიდი ფულის ბრუნვასთან და ოფშორული ზონების გაკონტროლების დისკუსია მიდის, რადგან იქიდან წამოსული ფული შეიძლება ხმარდებოდეს რუსულ ინტერესებს, ომის წარმოებას მშვიდობიანი ადამიანების წინაშე, ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც სრულიად ბუნდოვანი დარჩება და არ ექნება საქართველოს მოქალაქეს იმის გადამოწმების შესაძლებლობა, ვინ ფლობდა რეალურად ოფშორულ ზონაში კომპანიას, ვისი ფული დაირეგისტრირა კონკრეტულმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა“,-განაცხადა კორძაიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია