შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებზე - რაც არის ქართველი ხალხისთვის კარგი, იმას გავითვალისწინებთ, რაც არ არის კარგი ქართველი ხალხისთვის, იმას არ გავითვალისწინებთ

რაც არის ქართველი ხალხისთვის კარგი, იმას გავითვალისწინებთ, რაც არ არის კარგი ქართველი ხალხისთვის, იმას არ გავითვალისწინებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იყო რეკომენდაციები უცხოელი პარტნიორებისგან და არ გაითვალისწინეს, რადგან ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო იყო.

„არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა, როგორც არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაცია, რომ სანქციები დაგვეწესებინა, როგორც არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაცია, რომ მებრძოლები გაგვეგზავნა უკრაინაში. არ გავითვალისწინეთ. ესეც მოდიოდა უცხოელი პარტნიორებისგან და არ გავითვალისწინეთ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო იყო.

ალბათ ნახავდით ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მისი ყველაზე დიდი მოკავშირე და მისი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტორი არის ამერიკის შეერთებული შტატები და მისი განცხადება დღეს ნახეთ, რომ ჰქონდათ კონსულტაცია უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და მან თქვა პირდაპირ - რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მთავარი პარტნიორი, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ისრაელის ხალხის ინტერესებით. ასეა ყველა ქვეყანა. ამას ვითხოვდით 1988 წელს. მე პატარა ვიყავი და მოვესწარი და 1988 წელს ნოემბერში აქციები რომ იმართებოდა, იმ აქციებზე როგორც ბავშვი ნამყოფი ვარ, მახსოვს რას ითხოვდნენ, სუვერენიტეტს ითხოვდნენ და მართლაც პარადოქსია, რომ გავიდა 30 წელზე ცოტა მეტი და როგორ მოხდა, რომ ახლა აჯერებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ სუვერენიტეტის დათმობა, მისი არ გაძლიერება უნდა იყოს მთავარი მიზანი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა