სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საპროტესტო აქციისას სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საპროტესტო აქციისას სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ისინი მზად არიან, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე ყველა საჩივარი შეისწავლონ და განიხილონ.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით. სამსახური მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს. სამსახური მზად არის მოქალაქეების მომართვის საფუძველზე შეისწავლოს და განიხილოს ყველა საჩივარი“, - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

უწყებაში დღეს დაზარალებულები გამოიკითხნენ, მათ შორის, „იმედის“ ჟურნალისტი. დღესვე, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს