ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ქალაქ ვერონაში, გამოფენებში „Vinitaly“ და „Orange Wine Festival“ ქართული ღვინის მწარმოებელი ორი კომპანია და 25 საოჯახო მარანი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და პოპულარიზაციისთვის, აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, აქ თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„Vinitaly“ ქ. ვერონაში 1967 წლიდან ტარდება და ის არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში მსოფლიოს 60-ამდე ქვეყნის ათასამდე კომპანია მონაწილებდა.

ქარვისფერი ღვინოების გამოფენა „Orange Wine Festival“ წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. წელს ვერონაში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის 87 მწარმოებელი მარანი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან: საქართველო, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია, საბერძნეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი და ჩეხეთი.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისo ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ