მამუკა ხაზარაძე - ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციის სამმართველოსთან, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა - საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი

თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს, - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ის პარტიის ლიდერებთან ერთად პოლიციის სამმართველოსთან მივიდა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის რუსული და ეწინააღმდეგება მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს.

„ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციის სამმართველოსთან, რათა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა, რომელიც 2 დღის წინ პოლიციამ აბსოლუტურად უკანონოდ დააპატიმრა. დღემდე არ ვიცით არანაირი ბრალდება, თუ რა დააშავა მან. ვიცით კადრები, იქ ვიყავით, თუ როგორ შეათრიეს ის და უხეში ქმედებით, როგორ აღუკვეთეს თავისუფლება. მთელ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანას თავზე მოახვია კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სულისკვეთებას, თავისუფლებას და რაც ყველაზე მთავარია, ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ გზას. ამიტომ, ეს ბრძოლა იქნება პრინციპული. ეს არის რუსული კანონი. ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული. ყველა იმ ადამიანს, ვინც პასიური მდგომარეობიდან აკვირდება სიტუაციას, მინდა მოვუწოდო, რომ დღეს პასიურობის, სახლში ჯდომის დრო არ არის, ეს არის კანიონი, რომელიც ერთ დღეს გაგვაღვიძებს რუსეთში. ამ კანონს არ უწერია საქართველოში მიღება მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ეს არის რუსული კანონი და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ უფლებას, კონსტიტუციაში ჩანაწერს, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს, რაც არის ევროკავშირი. ამის შესახებ გვითხრა მთელმა თავისუფალმა სამყარომ. აქეთ მხარეს დგას ბიძინა მისი დამქაშებით. ამიტომ, თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს. ჩვენ აქ მოვედით, რომ დავაფიქსიროთ ძალიან სერიოზული პროტესტი არა მარტო ამის გამო, არამედ იმის გამო, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“,-განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად საპროტესტო აქციის დროს დააკავა. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს