Gori Mural Fest-ის ფარგლებში გორის მთავარ გამზირზე სტრიტარტები დაიხატა

Gori Mural Fest-ის ფარგლებში, გორის მთავარ გამზირზე სტრიტარტები დაიხატა.

გორის მერიის ინფორმაციით, კორპუსის ფასადზე ორი სტრიტარტი Tbilisi MURAL Fest-ის მხატვრებმა ბესიკ მაზიაშვილმა, დავით სამხარაძემ და თინათინ წოწოლაშვილმა შეასრულეს.

მათივე ცნობით, კორპუსის სამხრეთ ფასადზე დაიხატა ქართული სუფრა, რომელიც "ლურჯი სუფრის" სახელითაა ცნობილი.

„ნახატზე გამოყენებულია გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული სუფრის ორნამენტები.

ჩრდილოეთ ფასადზე გორში დაბადებული ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის პორტრეტი განთავსდა.

ინიციატივის მიზანი ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაცია, ქალაქში არსებული ფასადებისთვის საინტერესო იერსახის მიცემა და ტურისტებისთვის მიმზიდველი ახალი ადგილების შექმნაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს