KIU-ს ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

17 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

KIU-ს ინფორმაციით, სხდომა ონლაინ ფორმატში წარიმართა და მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი მიხეილ ჩხენკელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, TUM International-ის მენეჯმენტის გუნდის და საბჭოს წევრები დაესწრნენ.

მათივე ცნობით, სხდომა უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა და ისაუბრა KIU-ს მიღწევებისა და წარმატებების შესახებ, ასევე მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა პროფესორმა ჰერმანმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია ინდუსტრიის ჩართულობა უნივერსიტეტის განვითარებაში.

„საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის მიღწევების და მიმდინარე აქტივობების შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ და კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

შეხვედრაზე სხდომის წევრებმა განიხილეს 2023 წლის შედეგები და ის სამომავლო გეგმები, რომელსაც უნივერსიტეტი ეტაპობრივად ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებისა და ინდუსტრიის ლიდერებისგან, მათ შორის წარმოდგენილნი არიან საქართველოში მოღვაწე სავაჭრო პალატების და მსხვილი ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელები.

ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარდეს, როგორც რეგიონის წამყვანი სამეწარმეო უნივერსიტეტი, უზრუნველყოს ინდუსტრიასთან წარმატებული პარტნიორობა და სტუდენტები მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქველმოქმედო მეგაპროექტი, რომელსაც აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის.

KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. წელს უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია