თამარ კორძაია - სტრატეგიული პარტნიორებისგან ფრაზა - "კანონპროექტი კრემლის შთაგონებულია“, იმაზე მეტ შინაარსს ატარებს, ვიდრე მხოლოდ კანონი - მასში ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლიდან იმართება

სტრატეგიული პარტნიორებისგან ფრაზა, რომ კანონპროექტი „კრემლის შთაგონებულია“, იმაზე მეტ შინაარსს ატარებს, ვიდრე მხოლოდ კანონი , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ამით ის გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ იმედგაცრუებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, „კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის კანონპროექტი წინ წაწიოს“.

თამარ კორძაიას თქმით, ისეთი „პატარა ადამიანებისთვის“, როგორიც ხელისუფლებაში გვყავს, წარმოუდგენელია, რომ შეიძლება ვიღაცები გლობალური ღირებულებების დასაცავად, კეთილ იდეებში იხდიდნენ ფულს.

„სტრატეგიული პარტნიორებისგან ის ფრაზა, რომ კანონპროექტი კრემლის შთაგონებულია, იმაზე მეტ შინაარსს ატარებს, ვიდრე მხოლოდ კანონი. ამ ფრაზაში ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლიდან იმართება. ყველა ნაბიჯს, ერთი-ერთში იმ თანმიმდევრობით დგამენ, როგორც რუსეთში ხდებოდა.

აქამდე არ მომხდარა, რომ პარლამენტში მედიები არ შეეშვათ. ახლა რატომ არ შეუშვეს? რეალურად იმიტომ, რომ მედიის მიერ გამოკრული პლაკატები არ მოსწონდათ. მათ არ უნდათ მედიამ ილაპარაკოს და გადაიღონ ის, როგორ ურტყამენ პოლიციელები პარლამენტის წევრს.

დონორებს ჩვენ ვთხოვთ ხოლმე დახმარებას და ისინი აკონტროლებენ ყველა თეთრს. რამდენად კანონიერად დახარჯავს ნებისმიერი ორგანიზაცია საქართველოში ფულს, ამას მკაცრად აკონტროლებენ და ეს ყველაფერი საბანკო გადარიცხვებით მოწმდება. სახელმწიფოს ამაზე წვდომა აქვს.

არსებობს გლობალური, უზენაესი ღირებულებები, როგორიცაა მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვა. ირაკლი კობახიძეს ეს ტერმინები თავის წიგნში გამოყენებული აქვს, უწერია. ადამიანის უფლებები მხოლოდ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებშია დაცული. ისეთი პატარა ადამიანებისთვის, როგორიც ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს, წარმოუდგენელია, რომ შეიძლება ვიღაცები გლობალური ღირებულებების დასაცავად, კეთილ იდეებში იხდიდნენ ფულს, ესაა ძირითადი განსხვავება დემოკრატიულ სამყაროსა და ბიძინა ივანიშვილის მორჩილ ხელისუფლებას შორის“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, აშშ ღრმად იმედგაცრუებულია, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, "წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა". მილერის განცხადების თანახმად, აშშ უერთდება ევროპელ მოკავშირეებს მოწოდებაში, საქართველომ არ მიიღოს კანონი და აღნიშნავს, რომ თუ მისი მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა, "კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა" შეუსაბამოა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს