ალეკო ელისაშვილი - განცდა მაქვს, რომ მდინარაძეს სამაგიეროს გადახდა უნდოდა პოლიციელების მეშვეობით - მაგათი გამოძიება არ გაიშვას, კადრებში ჩანს ყველა პოლიციელი, თუ უნდათ, ახლავე დააკავონ

განცდა მაქვს, რომ მდინარაძეს უნდოდა ჩემთვის სამაგიეროს გადახდა პოლიციელების მეშვეობით, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის განმარტებით, მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ რომელი პოლიციელები ძალადობდნენ მასზე და თუკი გამოძიება რეალურად იქნება დაინტერესებული სიმართლის დადგენით, დღესვე შეუძლიათ დამნაშავეების დაჭერა.

„ყველაფერი ძალიან გართულდა, როცა კორდონს მოუახლოვდა ვაჟა სირაძე და მისგან მოდიოდა საშინელი აგრესია უშუალოდ ჩემს მიმართ. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ასეთი განცდა მაქვს, რომ მდინარაძეს უნდოდა ჩემთვის სამაგიეროს გადახდა პოლიციელების მეშვეობით, მეტი არაფერი. ბევრი არაფრის თავი აქვს და პოლიციელები მომიქსიეს.

გამოძიება დაიწყო, მაგრამ მაგათი გამოძიება არ გაიშვას. რა გამოძიება ამას უნდა, კადრებში ჩანს ყველა პოლიციელი, თუ უნდათ ახლავე დააკავონ. კიდევ ვარ ხვალ დაბარებული, მაგრამ ახლა მაგათმაც კრამიტები არ დაამტვრიონ და ვაჟა სირაძე არ დაიჭირონ. ვაჟა სირაძემ თქვა, რომ შეათრიეთო, პირდაპირ ასე თქვა. შემაგდეს და წრეში მომაქციეს. ზუსტად არ მახსოვს, ვინ მირტყამდა და ვინ არა, მაგრამ კადრებში სახეები ჩანს. მინდა გითხრათ, რომ „კაი ბლომად“ მომხვდა. ვინ საიდან მირტყამდა ღმერთმა უწყის.

ხომ გახსოვთ, საბჭოთა დროს პოლიციელებს ძაღლობას რომ ეძახდნენ? ის ტიპები, ვინც ასე აგრესიულები იყვნენ, არიან საბჭოთა ძაღლები. შემდეგ დიდუბის განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, იქ ძალიან ადამიანური გარემო იყო, ფეხბურთსაც კი ერთად ვუყურებდით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ცემის შესახებ დავალება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ რუსეთიდან მიიღო.

„ამ კანონს უკან არ გაიტანენ და კანონიანა გავიტანთ ამ ხელისუფლებას. ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. აუცილებლად უნდა გავუშვათ. ყოველგვარი ზღვარი გადალახეს. აღარც მალავენ რუსეთის ისეთ უღირს დავალებებს ასრულებენ. დუგინმა ორი დღის წინ თქვა, რომ ეგ ელისაშვილი უნდა გაჭყლიტოთ და ორი დღის შემდეგ პოლიცია მირტყამს. როგორ არ ვიფიქრო, რომ დუგინის დავალებებს ასრულებს ის სირაძე?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს