გიორგი ვაშაძე - მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ თვალი გაუსწოროს რეალობას -  მათი დრო დამთავრებულია

„არა რუსულ კანონს!“, „არა ქართულ ოცნებას“, „არა ბიძინა ივანიშვილს“ - უკვე ყველა ერთია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, რადგან მათი დრო დასრულდა.

„მე მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ რეალობას თვალი გაუსწოროს. მათი დრო დამთავრებულია. ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალი არიან, რომლებიც ევროპაში შეგვიყვანენ და ძალიან მაგარ ქვეყანას ააშენებენ. მე მათ გვერდით ვდგავარ და როგორც თქვენ აშუქებთ, ისე ვაშუქებ ჩემი „ფეისბუქ“ ლაივით. ვინც გვაპირისპირებს, ეს ბიძინა ივანიშვილია, ხოლო ეს ახალგაზრდები გვაერთიანებენ.

„არა რუსულ კანონს!“, „არა ქართულ ოცნებას“, „არა ბიძინა ივანიშვილს“ , უკვე ყველა ერთია“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება