უილიამ ბერნსი - უკრაინამ, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე ომი წააგოს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, თუ ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის დახმარებას ახლავე არ დაამტკიცებენ, ქვეყანამ, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე ომი წააგოს.

Politico-ს ცნობით, ბერნსმა კანონმდებლებს მოუწოდა, მიიღონ დამატებითი კანონმდებლობა, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. „იმ სტიმულით, რომელიც მოჰყვება სამხედრო დახმარებას, როგორც პრაქტიკულად, ისე ფსიქოლოგიურად, უკრაინელები სრულიად შეძლებენ 2024 წლის განმავლობაში გაუძლონ და ჩამოშალონ პუტინის ამპარტავანი შეხედულება, რომ დრო მის მხარესაა“, - აღნიშნა ბერნსმა, მაგრამ დასძინა, რომ თუ კონგრესი უკრაინისთვის დახმარებას არ დაამტკიცებს, არსებობს ძალიან რეალური რისკი, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე 2024 წლის ბოლომდე დამარცხდნენ.

„არსებობს ძალიან რეალური რისკი, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე 2024 წლის ბოლომდე დამარცხდნენ, ან თუნდაც პუტინი აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც მას შეეძლო არსებითად უკარნახოს კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პირობები“, - აღნიშნა ბერნსმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ახლა უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ ომი.

”ეს ასევე ეხება სი ძინპინს ჩინეთში, მის ამბიციებსა და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ეს ნამდვილად არის საკითხი იმის შესახებ, ესმით თუ არა ჩვენს მოწინააღმდეგეებს ჩვენი სანდოობა და სიმტკიცე და ესმით თუ არა ეს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს“, - აღნიშნა ბერნსმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია