შალვა პაპუაშვილი - როგორც კი მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც ევროპულად მოგვექცევიან - ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ - რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ?

როგორც კი ჩვენ მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც მოგვექცევიან ევროპულად. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით როგორც ქვეშევრდომები, რომლებსაც თითს დაუქნევენ და გაჩუმდებიან, არც ჩვენ მოგვექცევიან ევროპულად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საკითხი დგას იმაზე, ვაცნობიერებთ თუ არა იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს და რომ ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ საკითხები.

„ჩვენ მოგვეზღვება ჩვენი საქმეებისთვის. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც მოგვექცევიან ევროპულად. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით როგორც ქვეშევრდომები, რომლებსაც თითს დაუქნევენ და გაჩუმდებიან, არც ჩვენ მოგვექცევიან ევროპულად. ამიტომ აქ მართლა დგას საკითხი იმაზე, ვაცნობიერებთ თუ არა იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს და რომ ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ საკითხები. ილია ჭავჭავაძე ლამის თავის ერთ-ერთ სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას „ენჯეობის“ და ოპოზიციის სიმბიოზს. მაისურებზე აქვთ დატანილი მისი სტენსილები, ნახატები. საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს და რა ფილოსოფიას ატარებდა ილია ჭავჭავაძე. ლოზუნგებად ჰგონიათ ეს ყველაფერი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ - რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ? - მაშინ, როდესაც აზომბირებენ საკუთარ მომხრეებს იმ საკითხში, [თითქოს] ჩვენ არ გვაქვს უნარი მოსამართლეები დავნიშნოთ, უცხოელები უნდა ჩამოვიდნენ აქ, როგორც მაშინ ჩამოდიოდნენ, ილია ჭავჭავაძის დროს და უნდა გვინიშნავდნენ აქ მოსამართლეებს, რადგან ჩვენ ამისი ტვინი არ გვაქვს, გამოცდილება, თუ რა ჰგონიათ? სანამ ეს მყვირალა უმცირესობა არ გააცნობიერებს, რომ ევროპა გულისხმობს, რომ უნდა იყო სახელმწიფო და გქონდეს აღქმა სუვერენიტეტის, იქამდე არათუ არ მიგვიღებენ, ჩვენი ადგილიც არ არის ევროპაში. ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ სახელმწიფო, მერე იქნება ჩვენი ადგილი ევროპაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE” ეთერში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება