ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრაში ისეთი ცნობილი კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Morgan Stanley, M&G Investment, Sayles & Company, Amundi Societa di Gestione del Risparmio, Artisan Partners, Barings, Danske Bank, Fidelity Management & Research Company, LGT Capital Partners და Schroder Investment Management North America.

„ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებს, როგორც მდგრადი ფისკალური ბალანსის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. აღინიშნა სერვისების ექსპორტის ზრდისა და ტურიზმის სექტორის კონტრიბუციის მზარდი ტენდენცია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში ფინანსური სექტორის მდგრადობაზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის დაბალ დონეზე.

მხარეებს შორის საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს და აღინიშნა რეგიონული ექსპანსიის მნიშვნელობა, რაც საბანკო სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება საქართველოსთვის კვლავ პრიორიტეტულია. ასევე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობა, რისთვისაც ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს მუშაობას.

Bank of America-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას სებ-ის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა