სუს-ი - 2023 წელს საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მცხოვრები და მოღვაწე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის დაფიქსირდნენ პირები, რომლებიც სხვა ქვეყნის სასარგებლოდ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული საქმიანობით იყვნენ დაკავებული

2023 წელს საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მცხოვრები და მოღვაწე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის დაფიქსირდნენ პირები, რომლებიც სხვა ქვეყნის სასარგებლოდ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ასევე დადგინდა ამ კატეგორიის ცალკეული პირების მხრიდან ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი მიზანმიმართული ქმედებების, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტები,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით.

„2023 წელს საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მცხოვრები და მოღვაწე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის დაფიქსირდნენ პირები, რომლებიც სხვა ქვეყნის სასარგებლოდ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ასევე დადგინდა ამ კატეგორიის ცალკეული პირების მხრიდან ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი მიზანმიმართული ქმედებების, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტები. შედეგად, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით. 2023 წელს მიგრაციული ნაკადების მონიტორინგის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში ორგანიზებული დანაშაულებრივი რამდენიმე ჯგუფის შექმნისა და უკანონო საქმიანობის განხორციელების მცდელობები. აღნიშნულის აღსაკვეთად და მოსალოდნელი საფრთხეების გასანეიტრალებლად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. მათ შორის, ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ ზემოაღნიშნულ ჯგუფებთან კავშირში ეჭვმიტანილ პირებს. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით მუდმივ რეჟიმში ატარებდა ყველა საჭირო ღონისძიებას სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციისთვის. ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების დაფუძნების შემთხვევები და მიღებულ იქნა ზომები, სანქციებისთვის თავის არიდების პროცესში, ქართული კომპანიების შესაძლო ჩართვის აღსაკვეთად. შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე 2023 წელს ამ ტიპის საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები არ დაფიქსირებულა“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ნათქვამია, რომ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფების მიერ, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 1 პირი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს