სუს-ი - 2023 წელს მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებოდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიის საკითხი, რადგან, რუსეთის მითითებით, ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თემა გარკვეული პერიოდულობით კვლავ აქტიურდებოდა

მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებოდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიის საკითხი, რადგან, რუსეთის მითითებით, ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თემა გარკვეული პერიოდულობით კვლავ აქტიურდებოდა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

მათივე განმარტებით, ანექსიის კუთხით კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე.

„ე.წ.-მა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა და თავს რუსეთის „ნაწილად“ მიიჩნევს. ე.წ. პარტია „ერთიანმა ოსეთმა“ „ინტეგრაციის“ საკითხი რუსეთის დუმასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრებზე დააყენა. ასევე, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე ე.წ.-მა მოხალისეებმა, რუსეთის პრეზიდენტს ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღება სთხოვეს.

საანგარიშო პერიოდში შეინიშნებოდა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ე.წ. აღმოსავლეთ ოსეთის ცნების დამკვიდრების მიზანმიმართული მცდელობა, რაც მიზნად ისახავდა თრუსოს ხეობის კონფლიქტის ნაწილად ქცევას, ხოლო საქართველოს „აგრესორად“ წარმოჩენას, რომელმაც თითქოს „მიიტაცა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები. 2023 წელს განიხილებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და საბაჟო გადასახადების მოხსნის საკითხი. ანექსიის კუთხით კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომლის დაახლოებით 78% (დაახ. 83,2 მილიონი აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაციამ დააფინანსა“, - ნათქვამია ანგარიშში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია