სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს - საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გასვლა არავის გაგივათ, ქართველი ბავშვების ცემა არავის გაგივათ, როდიონოვი ამ ქვეყანაში ვერ გახდები!

საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გასვლა არავის გაგივათ, ქართველი ბავშვების ცემა არავის გაგივათ, როდიონოვი ამ ქვეყანაში ვერ გახდები! - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც შს მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.

სალომე სამადაშვილს შს მინისტრისგან აინტერესებდა, თუ რატომ დააკავა პოლიციამ მისი თანაპარტიელი, ირაკლი კუპრაძე, რა დროსაც პაპუაშვილმა მას სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

„მე დავსვი შეკითხვა, ირაკლი კუპრაძე რატომ სცემა და გაიტაცა პოლიციამ. შს მინისტრი არ მცემს პასუხს შეკითხვაზე. ირაკლი კუპრაძე, ჩვენი თანაპარტიელი, რატომ სცემა პოლიციამ, რატომ გაიტაცეს და სასამართლოზე გუშინ რატომ ვერ წარმოადგინეს ვერცერთი მტკიცებულება, რომ ირაკლი კუპრაძემ რაიმე დააშავა. ეს პაპუაშვილი, რომელიც უკანასკნელ დღეებს ითვლის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, იმიტომ, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გასვლა არავის გაგივათ, ქართველი ბავშვების ცემა არავის გაგივათ, როდიონოვი ამ ქვეყანაში ვერ გახდები!“- მიმართა სალომე სამადაშვილმა, შალვა პაპუაშვილს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა