შალვა პაპუაშვილი ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს - როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად იგინებით და მანდატურებს შეურაცხყოფას აყენებთ - სახლში არ ხართ, წესების მიხედვით იმოქმედეთ!

როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად იგინებით და მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას, პლენარულ სხდომაზე, რომელიც „ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის სხდომათა დარბაზიდან გაყვანას გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, როცა გაძევებულია პარლამენტის წევრი, კეთილი უნდა ინებოს და დატოვოს დარბაზი, არ უნდა უწევდეს მანდატურის თანამშრომელს მისი გაყვანა.

„სქესის ინსტრუმენტალიზება, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის ყველაზე მდაბალი საქციელი. რომ გამოდიხართ ხოლმე, მადლობას რომ უხდით პარლამენტის აპარატს, ბრტყელ-ბრტყელად საუბრობთ, რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს ამ დღეებში აყენებდით ქალი დეპუტატები და ახლაც ქალბატონი სალომე რა შეურაცხყოფასაც აყენებდა მანდატურებს, როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად, იგინებით და მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებთ.

ნებისმიერ დეპუტატს მოგიწოდებთ, თავი დაანებეთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას, ხართ პარლამენტის წევრები. შესაძლოა, ერთმანეთში რაღაც ტოლერანტობა იყოს გარკვეული რიტორიკის, მაგრამ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების წინაშე მოიხადეთ ყველამ ბოდიში ამ შეურაცხყოფისთვის, რასაც ამ დღეებში ვისმენდით თქვენგან და ახლაც აქ ვისმენდით. დგახართ და კიდევ ამართლებთ პარლამენტის წევრს, რომელიც, რამდენიმე წუთის წინ, მანდატურის სამსახურის წარმომადგენელს შეურაცხყოფას აყენებდა. რაც შეეხება გაძევებას, როცა გაძევებულია პარლამენტის წევრი, კეთილი უნდა ინებოს და დატოვოს დარბაზი, არ უნდა უწევდეს მანდატურის თანამშრომელს მისი გაყვანა და თუ მოუწევს, უნდა გაიყვანოს. სახლში კი არ ხართ, წესებია და ამ წესების მიხედვით უნდა იმოქმედოთ. აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას, ფიზიკურ შეხებას დაანებეთ თავი! გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ. დაანებეთ თავი სქესის ინსტრუმენტალიზირებას და მოიქეცით როგორც ეთიკის წესები მოითხოვს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარული სხდომა დაატოვებინა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, სალომე სამადაშვილმა მინისტრს დარბაზიდან მიმართა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამის გამო მანდატურებს მისი სხდომათა დარბაზიდან გაყვანა სთხოვა. ფაქტს სხდომაზევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია და აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას, მანდატურების მიერ ქალი დეპუტატის იძულების წესით გაყვანა ძალიან მძიმე სანახავია.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია