თაკო ჩარკვიანი - ეს „ხარება“, რა ვერ მოვიცილეთ, კაცო, ვინ გდია, ეს გახრწნილი?! ვაპროტესტებდი, იმ „ხარებაზე“ იმ წლებში ვლაპარაკობდი - კიდევ ეს „ხარება“ არის? - შუა ქუჩაში იმუნიტეტის აყრა თუ შეიძლება, მერე სხვა რაღაცები აღარ გაგიკვირდეთ

ეს „ხარება“, რა ვერ მოვიცილეთ, კაცო, ვინ გდია, ეს გახრწნილი?! ვაპროტესტებდი, იმ „ხარებაზე“ იმ წლებში ვლაპარაკობდი. კიდევ ეს „ხარება“ არის? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის ხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილზე.

მანამდე კი, დეპუტატმა ისაუბრა „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილზე. მისი თქმით, არის იმუნიტეტი, რომელთანაც ასე მოპყრობა სახელმწიფოებრივად უკიდურესად, ძალიან საშიშია.

ჩარკვიანის თქმით, ეს ყველაფერი აგონებს „ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი ჰქვია.

მისვე თქმით, ის კადრები, [ელისაშვილზე დაზიანებები] რაც საზოგადოებამ ნახა, კატასტროფაა.

„აბსოლუტური კატასტროფაა და ვიმეორებ, არა ამ ერთი პერსონის მიმართ, არამედ საკანონმდებლო ორგანომ რომ განვიხილოთ, დეპუტატს, რომელსაც იმუნიტეტი იცავს პოლიციელი ქუჩაში ასე ეპყრობა ეს სახელმწიფოებრივად ძალიან საშიში რამ არის. ამას სულ ვამბობ. აქ, ინციდენტი რომ მოხდა, ძალიან ცუდი სანახავი იყო და მეც აღვნიშნე ალეკოს მხრიდან-მეთქი, მაგრამ არავინ არასდროს აღნიშნეთ, გუბაზ სანიკიძეს ჯოგივით რომ, აი, აქ წიხლებს ურტყამდნენ და იგივე ვაშაძეს უკნიდან. ეს ზოგადად ჯაჭვს იწვევს. პოლიციელის მიერ შუა ქუჩაში იმუნიტეტის აყრა თუ შეიძლება, მერე თქვენ სხვა რაღაცები აღარ გაგიკვირდეთ, ჯაჭვს გამოიწვევს. რას აკეთებთ, ხალხნო, როგორ შეიძლება ასეთი რაღაც, ეს, რა უბედურებაა? ეს ხარება, რა ვერ მოვიცილეთ, კაცო ვინ გდია, ეს გახრწნილი?! ვაპროტესტებდი, იმ ხარებაზე იმ წლებში ვლაპარაკობდი. კიდევ ეს ხარება არის?ვინ არის ეს კაცი, გამაგებინეთ, რა მოქალაქეობრივი ჯავშანი აქვს ასეთი, ამიხსენით ვინმემ,. რა უბედურებაა?! ამას მიხედვა უნდა. გადავიდეთ ძალადობაზე, მართლაც პრევენციაა გასაკეთებელი. რაშია იცით, საქმე? პრევენციას მარტო ვახტანგ გომელაურს ვერ ავკიდებ, პარლამენტში ისეთი ძალადობაა ხოლმე ქალებზე, რომ წარმოუდგენელი რაღაც არის, უბედურებაა . ზოგადად დასაცინი იყო ხოლმე გარკვეული ქვეყნები, ჩვენ გვსმენია სტატისტიკა, რაიონები, ადგილმდებარეობა, სადაც მათი ძალიან ცუდი და სამარცხვინო წეს-ჩვეულება იყო. საქართველოში არ გვქონდა სეთი რამ ხალხნო, რა უბედურებაა ეს. რაღაც რიდი ხომ არსებობს?!“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ზვიად ხარაზიშვილზე საუბრის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩარკვიანს ეთიკის ფარგლებში საუბრისკენ მოუწოდა.

„არ შეიძლება ქალბატონო თამარ, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ ახლა? თქვენ შეიძლება პოლიტიკოსი შეაფასოთ ასე, მაგრამ თქვენ საუბრობთ საჯარო მოხელეებზე, პოლიციელებზე და გთხოვთ ეთიკის ფარგლებში[ისაუბრეთ]“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში