ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს - საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებები საქართველოს მოქალაქის ინტერესს არ ემსახურება

წარმოუდგენელია გაურკვეველი წარმომავლობის ფულის შემოტანა ისე, რომ ლარიც არ გადაიხადოს ბიუჯეტში და თქვენ თუ 300-400 ლარიან ნივთს გამოიწერთ, დაგბეგრავენ და შეიძლება ორჯერ უფრო მეტის გადახდა მოგიწიოთ, ვიდრე ნივთის ღირებულებაა. საქართველოს პარლამენტი და პარლამენტარებიც ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომლითაც საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებას გამოეხმაურა.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ხალხი, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არა ხალხის, არამედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

„ივანიშვილი ასე უყურებს ქვეყანასაც და საქართველოს პარლამენტსაც, რომ ხალხს კი არ უნდა ემსახურებოდნენ, პარლამენტიც და პარლამენტარებიც ივანიშვილს უნდა ემსახურებოდნენ. შესაბამისად, კანონებიც მისთვის არის. მოსახლეობას ხომ კარგად ესმის, რომ 300 ლარზე მეტი ღირებულების რამეს თუ გამოიწერს, იმაში გადასახადებს გადაახდევინებს და ახლა ბიძინამ შემოიტანა ისეთი კანონი, რომ მილიარდების შემოტანის შემთხვევაში არცერთ ლარს არ გადაიხდის. კანონებს იმიტომ კი არ იღებენ, რომ ქართველ ხალხს უჭირს ცხოვრება, გააზრებული და სერიოზული პრობლემები აქვს საქართველოს მოქალაქეს და ამისთვის არაფერს არ აკეთებენ. ივანიშვილი, ეს პარანოიკი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისთვის აიშენებს კუნძულს და საქართველოს მოქალაქეებს არაფერს არ დაეკითხება - ცხადია, ასე არ გამოვა. ხალხი, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს უნდა ესმოდეს, რომ ეს კანონი საქართველოს მოქალაქის ინტერესს არ ემსახურება, არამედ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს ატარებენ. წარმოუდგენელია გაურკვეველი წარმომავლობის ფულის შემოტანა უნდოდეს ისე, რომ ლარიც არ გადაიხადოს ბიუჯეტში და თქვენ თუ 300-400 ლარიან ნივთს გამოიწერთ, დაგბეგრავენ და შეიძლება ორჯერ უფრო მეტის გადახდა მოგიწიოთ, ვიდრე ნივთის ღირებულებაა”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება