გიორგი ვაშაძე მინისტრს - თქვენ არ ხართ შს მინისტრი, თქვენ იცავთ მხოლოდ ივანიშვილს, თქვენ  ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი

თქვენ ერთი რამე გჭირთ - ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან. თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ იცავთ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს.

ვაშაძის თქმით, მინისტრმა გომელაურმა უწყებაში შექმნა სადამსჯელო ჯგუფები, რომლებიც პარლამენტის წევრებსა და ახალგაზრდებს ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან.

„ელისაშვილმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა“- ეს არის კახა კალაძის განცხადება,- თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ეთანხმებით ამ განცხადებას ? მაგრამ ეთანხმებით კი არა, თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმენით სადამსჯელო ჯგუფები და პირადად თქვენი დავალებით ეს სადამსჯელო ჯგუფები უსწორდებიან პარლამენტის წევრებს.

თქვენ შექმენით სადამსჯელო ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროში და სრულად პასუხს აგებთ იმ დანაშაულზე, რომელსაც პოლიციის მუნდირ ქვეშ ამოფარებული მცირე სადამსჯელო ჯგუფები ახორციელებენ მოქალაქეების წინააღმდეგ. ყველა დაკავებული ბოლო აქციების პირობებში ამბობს, რომ თქვენი დავალებით პოლიციის წარმომადგენლები მათ ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან. თქვენი დავალებით ახალგაზრდებს შუკა -შუკა დასდევდნენ „რობოკოპების“ თუ სხვადასხვა ფორმებში გადაცმული კრიმინალები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ამის არაერთი კადრია. აგებთ თუ არა პასუხს ამაზე? საზოგადოებას გაეცით პასუხი! თქვენ ერთი რამე გჭირთ- ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან. თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ იცავთ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი. თქვენ ყველა შემთხვევაში მოგიწევთ პასუხის გება ამ საკითხზე, ვერ გაექცევით ხალხს!

თქვენ არ იცავთ არც ქალთა უფლებებს, არც ახალგაზრდების უფლებებს, არ იცავთ არავის უფლებებს. ქალაქის ცენტრში ცხრილავენ ახალგაზრდებს კრიმინალური დაჯგუფებები. პოლიცია რითაა დაკავებული ?! ახალგაზრდების დასჯით, ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლით. ეს არის თქვენი სახე რეალურად, „ქართული ოცნების“ თავიდან ბოლომდე, ამიტომ მე გეუბნებით რომ თქვენ თქვენი სადამსჯელო ჯგუფებით ვერავის ვერ შეაშინებთ! თქვენი არავის არ ეშინია!“- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ პოლიციელებსაც მიმართა, დაიცვან საკუთარი მუნდირი, რასაც ხმაური მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან.

„რა უფლებით მივმართავ და იმ უფლებით მივმართავ, რომელიც ახალგაზრდებმა მთხოვეს და დამაბარეს თქვენთანაც მათ შორის. ნუ ყვირით, დაიწყნარეთ ნერვები!

ეს ადამიანი თქვენ გაძლევთ მუდმივად უკანონო ბრძანებებს, ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს და გადადით ხალხის მხარეს! თქვენ ყველას გყავთ ოჯახის წევრები. მეორე მხარეს შეიძლება თქვენი ბავშვები არიან, რომლებზე უკანონო ანგარიშსწორებასაც გავალებთ ეს ადამიანი. ის არ არის შინაგან საქმეთა მინისტრი, არის ბიძინას დაცვის უფროსი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება