ირაკლი ღარიბაშვილი პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„ირაკლი ღარიბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა