დავით კირკიტაძე - რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია საკრებულოზე გამოცხადებულ დოღში მონაწილეობას არ იღებს - ძველო და ახალო „ქოცებო“, დაგიჭამიათ ერთმანეთი!

რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში მონაწილეობას არ იღებს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი, დავით კირკიტაძე „გახარიას“ გუნდის განცხადებას.

მისივე განცხადებით, ბექა ლილუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იცის და უკვირს, „რატომ ატყუებს ის ხალხს?“

„რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში მონაწილეობას არ იღებს. ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს რატომ ატყუებს ხალხს? ასე რომ ძველო და ახალო „ქოცებო“, დაგიჭამიათ ერთმანეთი! თქვენ ორივე პოლიტიკური ჯგუფი მარტო მაგ საქმეზე ხართ მაინც“,- წერს დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს