ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტში ბოლოს როდის განიხილეთ მოქალაქეების საკეთილდღეოდ კანონი? - თუ ბიძინა ივანიშვილის მსახურები არ ხართ, ხალხს ბოლოს როდის მოემსახურეთ?! - ხალხი გაგიშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე

საქართველოს პარლამენტში ბოლოს როდის განიხილეთ მოქალაქეების საკეთილდღეოდ კანონი? ივანიშვილს რომ დასჭირდა კანონი, ხომ შემოიტანეთ, რათა თავისუფლად შემოიტანოს “შავი ფული“, მილიარდები, ისე რომ ერთი ლარი არ გადაიხადოს. სამაგიეროდ, მოსახლეობას ლამის ჯიბეში ჩაუძვრეთ, 300-400 ლარად რამეს რომ გამოიწერს, გადასახადებს ახდევინებთ. თუ ბიძინა ივანიშვილის მსახურები არ ხართ, ხალხს ბოლოს როდის მოემსახურეთ? - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან უმრავლესობის დეპუტატებს კითხვით მიმართა, ბოლოს როდის მოემსახურნენ ხალხის ინტერესებს.

„საქართველოს პარლამენტში ბოლოს როდის განიხილეთ მოქალაქისთვის საინტერესო კანონი, მოქალაქეს რომ შეეხებოდეს? ფარცხალაძეს, რომ დასჭირდა კანონი ხომ მიიღეთ, ფული რომ ეტრიალებინა. იგივე ივანიშვილს - კანონი შემოიტანეთ, რომ „შავი ფული“, მილიარდები უნდა შემოიტანოს ბიძინამ ისე, რომ ლარი გადასახადი არ გადაიხადოსო. მოსახლეობას ლამის ჯიბეში ჩაუძვრეთ, 300-400 ლარად რამეს, რომ გამოიწერს, გადასახადებს ახდევინებთ - ეს რანაირია, რანაირი პარლამენტი ხართ, ვინ ხართ, ვის ემსახურებით? თუ ბიძინა ივანიშვილის მსახურები არ ხართ, ხალხს ბოლოს როდის მოემსახურეთ?

ქალბატონო ირმა [ზავრადაშვილი], მწვანეს რომ თითი მიაჭირეთ, ბოლოს ამ კანონებში რომელი იყო საქართველოს მოქალაქისთვის საკეთილდღეო, გაიხსენეთ. ან გადასახადებთან დაკავშირებით, ან პროდუქტის გაძვირებასთან დაკავშირებით, ან ემიგრაციასთან დაკავშირებით, ან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ბოლოს როდის იმუშავეთ ხალხთან დაკავშირებით? დაღლილი გაქვთ ენაც, თითებიც, მოქმედებაც, მუშტებიც, ყველაფერი დაღლილი გაქვთ ივანიშვილის დასაცავად, რუსეთის ინტერესების დასაცავად. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ მაინც არ გიფასებთ, ბიზნესმენები დღეს აქ არ არიან, მაგრამ ოფშორში მათაც აქვთ, მარტო ბიძინას უნდა შეეხოს, მარტო ბიძინამ უნდა წამოიღოს, ერთი ორი კაცის ინტერესი აქეთაც გაეთვალისწინებინა, ამათაც აქვთ „ოფშორებში“, ბატონო ვახტანგ, 60%-70%, მაგრამ არა 100% თუ არ გაქვს ვერ შემოიტან მაგ ფულსო, მანდაც არ გაგითვალისწინათ. ფიქრობს თვითონ რომ დასანქცირდება, ის ფული როგორ შემოიტანოს, როგორ აქციოს საქართველო კუნძულად, თორემ თქვენი ქონებაც ფეხებზე ჰკიდია. ყველამ ხელი ხომ აუწიეთ, ხომ არ გიკითხავთ არავის არაფერი, არიან კიდევ აქ ბიჭები, ვისაც აქვთ ეს შავი ფული, იქნებ მათაც უნდათ.

რომ გითხრათ, არ იცით რას აკეთებთ, მოგატყუებთ, საკმაოდ გონიერად გამოიყურებით, ეჭვის მაქვს ვერ გაარჩიოთ, მაგალითად, ოლაფ შოლცმა, გერმანიის კანცლერმა, რუსულ კანონზე თქვა, რომ დიდი იმედი გვაქვს არ მიიღებენო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, ეს კანონი საქართველოს ინტერესებში არ შედისო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიცირებული რომ არის ეს კანონი, ცუდია და აშორებს საქართველოს ევროპული გზისგანო, ბორელმა თქვა, რომ მოუწოდებს საქართველოს თავი შეიკავონ ასეთი კანონების მიღებისგან. ცივილიზებულ სამყაროში არ დარჩა არავინ, ვინც არ ამბობს, რომ ეს კანონი ცუდია ევროკავშირის გზაზე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება და უმრავლესობა არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სადაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზეა საუბარი და ევროკავშირზე ამბობთ უარს - ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ თქვენ არ გინდათ ევროკავშირი.

„სხვათა შორის, რატომ ჩხუბობთ ხოლმე, გადასარევი შვილები გყავთ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ „კი ევროპას“ აქციაზე დგანან, რა განერვიულებთ? გადასარევი თაობა მოდის, თქვენგან განსხვავებით, ძალიან ბევრია ასეთი, მათ შორის, საჯარო სამსახურში. თქვენს ოჯახის წევრებსაც არ უნდათ, რომ რუსეთის გუბერნია გახდეს ეს ქვეყანა, მაგრამ კორუფციულად მიტანილი ფული უნდათ, მე დარწმუნებული ვარ. ოპოზიციის ხმის გაგონება არ გინდათ, ევროპარლამენტარების ხმის გაგონება არ გინდათ. ილია თოფურიათი ხომ ამაყობს მთელი საქართველო, ხომ ვამაყობთ ყველა, თქვენც ხომ ამაყობთ? – „მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ“- ამას ამბობს ილია თოფურია. არ გესმით ევროპარლამენტარების, არ გესმით დასავლეთის, იქნებ ცნობილი სპორტსმენების გაიგოთ, ხომ გაგიხარდათ მათი წარმატება, ესენი ხომ საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები არიან?!

ასევე შოთა არველაძემ თქვა - „არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდეს მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყოს სასარგებლო“.

არ ვიცი, ვინ უნდა გითხრათ - მოცეკვავეებმა, მსახიობებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, ჩვენმა პარტნიორებმა, მაგრამ თქვენ მაინც თქვენს ხასიათზე მიაჭენებთ.

ბოლო პროპაგანდაზეც უნდა გავცე პასუხი, მთელი უმრავლესობა ჯღავით თურმე ეკლესიას ებრძვის, ვაი, მართლა თქვენ უბედურებო, თუ ვინმეს ეკლესიისთვის უბრძოლია, ქართული ეკლესიისთვის უბრძოლია და ცუდი გაუკეთებია, ეს არის რუსეთი, თუ სადმე რამე ფრესკა წაუშლიათ, ეს არის საბჭოთა რუსეთი და თუ სადმე რამე აღდგენილა ამ ქვეყანაში ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ეკლესია-მონასტრები, ეს არის სწორედ დასავლური და ევროპული ფული.

თქვენ გინდათ, რომ ქართველ ხალხს გამოულაყოთ ტვინი, ვერ შეცვლით ისტორიას, ვერ გადაწერთ ისტორიას და ქართველი ხალხი აუცილებლად გაგიშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია