შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასაფ ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში.

„მან საქართველოს პარლამენტისადმი მადლიერება გამოხატა ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 63-ე სხდომის მასპინძლობისთვის.

გენერალური მდივანი, ასევე, თავმჯდომარეს მაისში დაგეგმილ გენერალური ასამბლეის სხდომასა და დღის წესრიგზე არსებულ საკითხებზე ესაუბრა.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პაბსეკი კარგი პლატფორმაა რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე და მის განვითარებაზე თანამშრომლობის საჭიროებაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს