ვახტანგ გომელაური - „ხარება“ ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია - მესმის, რატომაც გინდათ ამ ადამიანის დისკრედიტაცია მოახდინოთ

ე.წ. ხარება ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია - მესმის, რატომაც გინდათ ამ ადამიანის დისკრედიტაცია მოახდინოთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ასევე არ მოსწონს, რომ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზეა.

„ძალიან ხშირად ვახსენეთ ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი. ეს ადამიანი, ე.წ. ხარება თითქმის 30 წელია, რაც ძალოვან უწყებაში მუშაობს. ბევრი რაღაც აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. მათ შორის ომში მონაწილეობა, ოპერაციებში მონაწილეობა, ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია. მესმის, რატომაც გინდათ ამ ადამიანის დისკრედიტაცია მოახდინოთ. „გავწიოთ“, „მოხსნან“, „გომელაურიც გადადგეს“, „ხარაზიშვილიც გადადგეს“, ყველა გადადგეს. აქ გაჟღერდა, რომ დაიტოვეთ ძველი თანამშრომლები. 40 ათასი ადამიანი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ასევე უსაფრთხოების სამსახურში 90-იანი წლებიდან მუშაობენ და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ძალიან ბევრი ახალგაზრდა აღზარდეს, მათ შორის, მეც ბევრი რაღაც მისწავლია. ჩემზე უფროსია ბევრი და ყველას პატივს ვცემ. ყველა უნდა გაგვეშვა 40 ათასი და ახლები უნდა მოგვეყვანა? ისეთ რაღაცას საუბრობთ, რაც წარმოუდგენელია, ვერავინ გააკეთებს, არც გააკეთებენ.

მინდა მადლობა გითხრათ ყველას. პირველ რიგში, ერთმანეთს ვცეთ პატივი. კახიშვილმა ბრძანა, ცოტა ვართ და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ოჯახს, ოჯახის წევრებს უნდა გავუფრთხილდეთ. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობით იქნება. მესმის, შესაძლოა არ მოსწონს ოპოზიციას, მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ. თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ გომელაური არ უნდა იყოს მინისტრი და სხვაგან უნდა იყოს, სახლში, რა თქმა უნდა, ყველა დაემორჩილება გადაწყვეტილებას. მესმის, რომ არ მოგწონთ ჩემი ყოფნა, ასევე როგორც ეძახით „ხარება“, ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს ჩემს გვერდით. ყველას მინდა მადლობა ვუთხრა. არავის უნდა დაკავებები, ძალადობა. არ გვჭირდება არავის, პირიქით, მაქსიმალურად ვცდილობთ გვერდი დავუდგეთ“,- აღნიშნა გომელაურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში